Saturday, July 14, 2018

ინტელის პროექტებით სწავლების ტრენინგის შეჯამება




„სწავლას მხოლოდ ძალიან ჭკვიანები და ძალიან სულელები არ ექვემდებარებიან.“ (მენ-ძი)


        ინტელის პროექტებით სწავლების ტრენინგს ცხრა დღის განმავლობაში გავდიოდით. ზოგადად იყო თემები, რომლებზეც წარმოდგენა მქონდა და ასეთუ ისე ვიცოდი, მაგრამ  ყოველი დღე საინტერესო იყო და ჩვენთვის გამოსადეგ მასალას ვსწავლობდით და ძალიან დიდ ცოდნას ვიღებდით თითოეული დეტალის შესწავლით. ეს ცოდნა აუცილებლად გამომადგება სკოლაში, რომელსაც ჩემს მოსწავლეებს გავუზიარებ. აქ ნასწავლი ონლაინ ვებ-საიტებით და ონლაინ მასალებით აუცილებლად გავაკეთებ პროექტებს და შევქმნი საკუთარ რესურსებს, რომლებსაც გამოვიყენებ კლასში მოსწავლეებთან მუშაობის დროს.
     მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგ-კურსი ძალიან დამღლელი იყო, ამასთანავე საკმაოდ შრომატევადი და სახალისოც აღმოჩნდა, რამაც ძალიან დიდი ცოდნა შემმატა და ძალიან კმაყოფილი ვარ. რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ინტელის პროექტებით სწავლების ტრენერს ქალბატონ მაკა აფრიამაშვილს (ჯანაშვილს). 






No comments:

Post a Comment

ინტელის პროექტებით სწავლების ტრენინგის შეჯამება

„სწავლას მხოლოდ ძალიან ჭკვიანები და ძალიან სულელები არ ექვემდებარებიან.“ (მენ-ძი)         ინტელის პროექტებით სწავლების ტრენინგს ც...