Saturday, July 14, 2018

ინტელის პროექტებით სწავლების ტრენინგის შეჯამება




„სწავლას მხოლოდ ძალიან ჭკვიანები და ძალიან სულელები არ ექვემდებარებიან.“ (მენ-ძი)


        ინტელის პროექტებით სწავლების ტრენინგს ცხრა დღის განმავლობაში გავდიოდით. ზოგადად იყო თემები, რომლებზეც წარმოდგენა მქონდა და ასეთუ ისე ვიცოდი, მაგრამ  ყოველი დღე საინტერესო იყო და ჩვენთვის გამოსადეგ მასალას ვსწავლობდით და ძალიან დიდ ცოდნას ვიღებდით თითოეული დეტალის შესწავლით. ეს ცოდნა აუცილებლად გამომადგება სკოლაში, რომელსაც ჩემს მოსწავლეებს გავუზიარებ. აქ ნასწავლი ონლაინ ვებ-საიტებით და ონლაინ მასალებით აუცილებლად გავაკეთებ პროექტებს და შევქმნი საკუთარ რესურსებს, რომლებსაც გამოვიყენებ კლასში მოსწავლეებთან მუშაობის დროს.
     მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგ-კურსი ძალიან დამღლელი იყო, ამასთანავე საკმაოდ შრომატევადი და სახალისოც აღმოჩნდა, რამაც ძალიან დიდი ცოდნა შემმატა და ძალიან კმაყოფილი ვარ. რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ინტელის პროექტებით სწავლების ტრენერს ქალბატონ მაკა აფრიამაშვილს (ჯანაშვილს). 






მეცხრე დღის რეფლექსია



    14.07.2018 წ.    ჩატარდა ინტელის პროექტებით სწავლების მეცხრე შეხვედრა, რომელიც არ   იყო დამღლელი  და კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა. 
განვიხილეთ ჩვენი პორტფოლიოები, რაც შესასწორებელი იყო შევასწორეთ და რაც ჩასამატებელი ჩავამატეთ.
ვისწავლეთ ბლოგზე საკუთარი პორტფოლიოს მივბმა და გაფორმება. 
    დღევანდელი შეხვედრა აღმოჩნდა ნაყოფიერი და არც თი ისე  დამღლელი.  ვარ ძალიან  კმაყოფილი :-)




ჩემი პროექტის პორტფოლიო


ჩემი პროექტის პორტფოლიო







Thursday, July 12, 2018

მერვე დღის რეფლექსია




    12.07.2018 წ.    ჩატარდა ინტელის პროექტებით სწავლების მერვე  შეხვედრა, სხვა შეხვედრებივით საინტერესო  და დამღლელი იყო. 
შევისწავლეთ გუგლის ფორმები (გუგლის გამოკითხვა).
განვიხილეთ სასწავლო პროცედურები პროექტის გეგმის მიხევიდვით.
♞ სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები პროექტის გეგმის მიხევიდვით.
პროგრამული უზრუნველყოფა პროექტის გეგმის მიხევიდვით.
ბეჭდური მასალები პროექტის გეგმის მიხევიდვით.
ინვენტარი/მასალები პროექტის გეგმის მიხევიდვით.
ინტერნეტრესურსები პროექტის გეგმის მიხევიდვით.
სხვა რესურსები პროექტის გეგმის მიხევიდვით.
შევქმენით მოსწავლის ნიმუში ბუკლეტად.
 დღევანდელი შეხვედრა აღმოჩნდა საინტერესო, შრომატევადი და მეტ-ნაკლებად დამღლელი. კმაყოფილი ვარ. :-)




Tuesday, July 10, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია



     10.07.2018 წ.    ჩატარდა ინტელის პროექტებით სწავლების მეშვიდე  შეხვედრა, სხვა შეხვედრებივით საინტერესო  და დამღლელი იყო. 
😸დავასრულეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი.
😸დავასრულეთ პროექტის ჩეკლისტი.
😸დავასრულეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
😸დავსრულეთ დიფერენცირებული სწავლება.
        დღეს ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ძალიან დავიღალეთ, მაგრამ საბოლოოდ ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან უკვე პროექტის დასასრულისკენ მივდივართ :-)










Sunday, July 8, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია





      08.07.2018 წ.    ჩატარდა ინტელის პროექტებით სწავლების მეექვსე  შეხვედრა, სხვა შეხვედრებივით საინტერესო  და დამღლელი იყო. 
🙋 შევისწავლეთ შექმნილი პრეზენტაციების დრაივიდან ბლოგზე მიბმა.
🙋 განვიხილეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი
🙋 განვიხილეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი
🙋 განვიხილეთ  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებების ადაპტირება
🙋 განვიხილეთ ინტელის საგანმანათლებლო რესურსი პროექტების შეფასება (http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/).
🙋 განვიხილეთ პროექტების შეფასება
🙋 განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები
        დღევანდელი შეხვედრა აღმოჩნდა საინტერესო და შრომატევადი. კმაყოფილი ვარ. :-)






ინტელის პროექტებით სწავლების ტრენინგის შეჯამება

„სწავლას მხოლოდ ძალიან ჭკვიანები და ძალიან სულელები არ ექვემდებარებიან.“ (მენ-ძი)         ინტელის პროექტებით სწავლების ტრენინგს ც...